11:22 / 16-06-2012
"ფორბსმა"ყველაზე წარმატებული მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ტოპ-ათეულში პირველი ადგილი ბრაზილიელმა მოდელმა ჟიზელ ბუნდჰენმა დაიკავა. მისმა წლიურმა შემოსავალმა 45 მლნ დოლარს მიაღწია. ვარსკვლავი არაერთხელ მოხვედრილა ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე. ის თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Victoria's Secret, Versace, Esprit და Pantene.
მეორე ადგილი რეიტინგში ლეგენდარულმა ბრიტანელმა მოდელმა ქეით მოსმა დაიკავა. ის დღემდე რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად. ამ დროისთვის ქეითს კონტრაქტი აქვს გაფორმებული Longchamp-თან, Mango-სთან, Rimmel-სა და Vogue Eyewear-სთან. წელს ქეით მოსის ბიუჯეტი 9 მლნ დოლარით გაიზარდა.
მესამე ადგილი რუსმა მოდელმა ნატალია ვოდიანოვამ დაიკავა. მან წელს 8.6 მლნ დოლარი იშოვა. "შესაძლოა, ამერიკელი მკითხველებისთვის ეს სახელი ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ ნატალია საკმაოდ წარმატებულია" - წერს ჟურნალი Forbes-ი. ნატალია ვოდიანოვა Guerlain-თან, Calvin Klein-სა და Etam-თან თანამშრომლობს.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე








































