11:07 / 10-05-2012
ნახევრად შიშველი ბიონსე ნიუ იორკის წვეულებაზე
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
კოსტიუმების ინსტიტუტი Metropolitan-ში წვეულებას ყოველწლიურად აწყობს. მას მოდის სამყაროს "ოსკარს" ეძახიან. ყოველ გაზაფხულს ათობით ვარსკვლავი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გლამურულ წვეულებაზე იკრიბება და წამყვანი დიზაინერების შემოქმედებას წარმოადგენს.
წელს ყველაზე სკანდალური ბიონსეს კაბა აღმოჩნდა - მომღერალი მიღებაზე გამჭვირვალე კაბით მივიდა. ბიონსემ კოსტიუმების ინსტიტუტის წვეულებისთვის Givenchy-ს რთული ნაქარგებით გაფორმებული გრძელშლეიფიანი, გამჭვირვალე კაბა შეარჩია.
მომღერალი წითელ ხალიჩაზე როგორც კი გამოჩნდა, მისმა ჩაცმულობამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გამჭვირვალე ქსოვილში ბიონსეს საჯდომი უჩანდა. კაბის გრძელი ბოლო მომღერალს ფეხებში ედებოდა. ამიტომ კამერის წინ ლამაზად რომ ეპოზიორა, ასისტენტის დახმარება დასჭირდა, რომელიც მას კაბას გამუდმებით უსწორებდა.
იხილეთ: ბიონსე People-ის გამოკითხვით მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად დასახელდა
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე







































