12:47 / 28-04-2012
ელტონ ჯონს "ნიკიტას" მოპარვაში ადანაშაულებენ
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
გაი ჰობსმა მუსიკოსის წინააღმდეგ ილინოისის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ჰობსი აცხადებს, რომ 1982 წელს დაწერა სიმღერა "Natasha", რომელიც რუსული საკრუიზო გემის მიმტან ქალს მიუძღვნა, 3 წლის შემდეგ კი ელტონმა ტექსტი მიითვისა. სარჩელში მითითებულია, რომ სიმღერისა და ტექსტის საავტორო უფლებები დაცული იყო.
1985 წელს ელტონ ჯონის პოპულარულ სიმღერა "Nikita" ჰიტად იქცა. ჰობსი არ აკონკრეტებს, ტექსტის რომელი მონაკვეთია მოპარული, ან რატომ დაიგვიანა მისმა საჩივარმა 27 წლით.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე








































