15:04 / 17-04-2012
შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერლების ოცეულს ლიდერობს
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
რეიტინგის ლიდერი 35 წლის კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მოცეკვავე შაკირაა. ოცეულში ასევე მოხვდნენ: ბრიტნი სპირსი, ბიონსე, ავრილ ლავინი, შირლი მენსონი, მადონა, ჯენიფერ ლოპესი, (იგი შარშან მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადამიანების ტოპ-თხუთმეტს ლიდერობდა) ასევე ტეილორ სვიფტი, კორტნი ლავი და 80-იანი წლების ვარსკვლავი სამანტა ფოქსი.
ახალი ვარსკვლავებიდან რეიტინგში მოხვდნენ დები ჰარი ( ჯგუფი Blondie-ის ლიდერი, 70-იანი წლების მომღერალი და მსახიობი), ნიკო, სტივი ნიკსი და გრეის ჯონსი.
გაურკვეველი მიზეზების გამო, რეიტინგის ავტორებმა მომღერალი რიანა ტოპ-ოცეულში არ შეიყვანეს. რიანა შარშან ოქტომბერში ჟურნალმა Esquire-მა დედამიწაზე ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე








































