არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
15:44 / 08-05-2013
"თეთრი ვარდები" - ქართული ტრაგიკომედია ინტერნაციონალური დასით
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
თბილისის ძველ უბნებსა და შენობებში უკვე რამდენიმე დღეა, რეჟისორი მაკა ბურდული მხატვრულ ფილმს იღებს. "თეთრი ვარდები" მცირებიუჯეტიანი კინოსურათია. რეჟისორმა სხვა მსახიობებთან ერთად, ფილმში როლებზე ოჯახის წევრებიც დააკავა.

სამსახიობო დასი ინტერნაციონალურია - კინოსურათში ქართველი მსახიობების გარდა, ირანელი და რუსი მსახიობებიც მონაწილეობენ. ფილმში მონაწილეობას "პალიტრა ტვ"-ის ჟურნალისტი გიორგი ბერიძეც იღებს.

"თეთრი ვარდები" ტრაგიკომედიაა. ფილმის სიუჟეტი მეოცე საუკუნის დასაწყისში ვითარდება. სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირი ბანკიდან ძვირფასეულობას იპარავს. პარალელურად, მისი ოჯახის წევრი ნარდში სახლს აგებს. თუ როგორ განვითარდება ისტორია, ამას მაყურებელი 2014 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიგებს. ფესტივალის შემდეგ ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში გაიმართება.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
რუბრიკის სხვა სიახლეები