14:23 / 20-08-2012
"ტრანსფორმერების" ვარსკვლავი შაია ლებოფი ლარს ფონ ტრიერის ფილმისთვის გაშიშვლდება
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ლებოფის თქმით, ის ძალიან ღელავს, რადგან ფილმში მაყურებლები რეალურ სექსუალურ აქტებს იხილავენ. "ტრიერი საშიში კაცია. სცენარში წერია, რომ სექსუალური სცენები ნამდვილი იქნება. ჯერ გადაღებები არ დაწყებულა, მე კი უკვე შოკში ვარ", - განაცხადა მსახიობმა.
შაიასთან ერთად, ფილმში მონაწილეობას ნიკოლ კიდმანი, უილიამ დეფო, შარლოტა გინსბური და სტელან სკარსგარდი მიიღებენ.
ლებოფისთვის შიშველ სცენებში მონაწილეობა ახალი ხილი არ არის. ცოტა ხნის წინ მან ცნობილი ჯგუფის, "სიგურ როსის" ეროტიკული ვიდეორგოლისთვის გაიხადა.








































