13:08 / 05-06-2012
პირველი კადრები "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაციიდან
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაცია ზღაპრულ-მისტიკური ჟანრის იქნება. ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი და ჯაბა მელქაძე არიან. საგანგებოდ თრეილერისთვის საუნდთრეკი კომპოზიტორმა გიორგი გოგოლაძემ შექმნა.
ფილმის თრეილერიდან ჩანს, რომ "ვეფხისტყაოსნის" პირველ ეკრანიზაციაში თანამედროვე ქართული კინოს ვარსკვლავები მონაწილეობენ. ფილმის 12 მთავარი გმირიდან ტარიელს - თორნიკე გოგრიჭიანი, ავთანდილს - გიორგი ვარდოსანიძე, ნესტან-დარეჯანს კი - რუსკა მაყაშვილი განასახიერებენ. ვინ ითამაშებს ფრიდონს, თინათინსა და სხვა გმირებს, ჯერ არ არის ცნობილი.
ცნობილია, რომ "ვეფხისტყაოსნის" თრეილერის გადაღება ქარელის რაიონში მიმდინარეობდა და მასში შოთა რუსთაველის ნაწარმოების ის სცენებია გაცოცხლებული, სადაც პერსონაჟები ნესტან-დარეჯანის ქაჯეთის ციხიდან გამოხსნას ცდილობენ.







































