
დავიბადე 1989 წლის 8 მარტს ქალაქ თბილისში.
2006 წელს დავამთავრე თბილისის ნიკო კეცხოველის სახელობის 169-ე საშუალო სკოლა. ჩემი კამერასთან ურთიერთობა კინოხელოვნების კოლეჯში დაიწყო, სადაც 2007 წლიდან ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი.
საკუთარი პროფესიისაგან რადიკალურად განსხვავებული სამუშაო პრაქტიკა გავიარე. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი სადაზღვევო აგენტად კომპანია “პარტნიორში” და “ალდაგი BCI”-ში, მიუხედავად ამისა, კამერასთან ურთიერთობა თითქმის არ მიმიტოვებია.
"პალიტრა TV"-ში დაარსების დღიდან ვმუშაობ და ჩვენ ერთი გუნდის ნაწილი ვართ.