ბექა პატურაშვილი

1989 წლის 20 დეკემბერს თბილისში დავიბადე. ისევე როგორც ბევრ ჩემს თანატოლს, მეც სკოლის ასაკიდანვე რთულ გარემოსთან შეგუება, პრობლემებზე დაფიქრება და “ნაადრევად გაზრდა” მომიწია. ბავშვობიდან დამოუკიდებლობა მიყვარდა და ვცდილობდი სამართლიანი ვყოფილიყავი. ამასთან ერთად ყოველთვის აქტიური, მხიარული, სპორტული, “ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი” ბავშვი ვიყავი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე და აქტიური ცხოვრებაც დაიწყო. 2009 წელს უკვე “ომგამოვლილი” მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი როდესაც ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსში” და “რადიო პალიტრაში” დავიწყე მუშაობა. დღემდე “მედია პალიტრის” გუნდის წევრად ვრჩები.
ამჯერად უკვე ინტეგრირებული ნიუსრუმის კორესპონდენტი ვარ და “ინტერპრესნიუსისა” და “რადიო პალიტრის” პარალელურად “პალიტრა TV”- სთვისაც ვმუშაობ.
სამუშაო სფეროები ცხოვრების წესისა და ხასიათის მსგავსად მრავალფეროვანი მაქვს. მაინტერესებს პოლიტიკა, საზოგადოებრივი საკითხები, უცხოეთის ახალი ამბები და კულტურა, თუმცა ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო სპორტი და ახალგაზრდული საკითხებია.
რეპორტაჟები
23:23 / 21-05-2013
რა ამოიღეს ვანო მერაბიშვილის სახლიდან.
21:03 / 16-05-2013
დაღუპული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში.
11:15 / 27-04-2013
ჩერნობილის ქართველი გმირები, რომლებიც ხან ახსოვთ - ხან არა.
11:33 / 21-04-2013
ტალახი, უგზოობა და ექსტრიმი - საქართველოს ღია ჩემპიონატი Off Road-ში.
20:50 / 20-04-2013
ექსტრემს მოწყურებული C კლასის მერსედესი დიდი დიღმის ოფროუდზე.
17:49 / 20-04-2013
მარათონი კუს ტბაზე ბოსტონში მომხდარი ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად.
21:28 / 18-04-2013
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ "კვირის პალიტრის" არქივის ელექტრონული ბაზა შექმნა.
11:21 / 18-04-2013
Georgian Journal-მა დიპლომატიური კორპუსისთვის წვეულება გამართა.
18:16 / 15-04-2013
Georgian Journal 17 აპრილს დიპლომატებისთვის წვეულებას გამართავს.
14:44 / 03-04-2013
რუსთავის პოლიციას "ნარკოტიკის ჩადებაში" ადანაშაულებენ.
20:01 / 30-03-2013
საქართველოს ღია ჩემპიონატი Offroad-ში დიდი დიღმის ტერიტორიაზე.
11:25 / 29-03-2013
"ჩვენ გვეზარება და მეტი არაფერი" - კახეთის ორი რეალობა: "მერსედესები" და ინდოელები.
16:49 / 23-03-2013
"აჭარა ბეთიდან" თანამშრომლების ევაკუაცია ცრუ შეტყობინების გამო განხორციელდა.
12:49 / 22-03-2013
ნარკომომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა (+18).
20:03 / 20-03-2013
ლექცია ღია ცის ქვეშ - აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ორიგინალური პროტესტი.
17:20 / 18-03-2013
იღბლიანი "ტრაგიკული ქორწილი", ანუ "გადმოხტი და გაიყინე" გუდაურში.
11:50 / 15-03-2013
აქვს თუ არა ფულს სუნი? - საქართველოში შესაძლოა, სათამაშო ბიზნესი აიკრძალოს.
20:37 / 13-03-2013
კახა ბენდუქიძე გიორგი მარგველაშვილს დებატებში იწვევს.
18:00 / 13-03-2013
ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილზე კლდის მასივი ჩამოიშალა.
18:34 / 07-03-2013
"მედია პალიტრა" მცირე და საშუალო ბიზნესს რეკლამის შეღავათიან ფასად განთავსებას სთავაზობს.