რიტა ყაველაშვილი

ჟურნალისტის პროფესიისადმი ჩემი სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო და ბავშვობიდანვე დავიწყე მცდელობა ჩემი ოცნება სისრულეში მომეყვანა. ვწერდი ყოველდღიურად, ვიღებდი ფოტოებს და მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში.
1998 წელს დავამთავრე თბილისის 36-ე საშუალო სკოლა, 2003 წელს -გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, “ალმა-მატერის” ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტთან არსებული თემურ ფაფერაშვილის სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო.
სატელევიზიო სახელოსნოში სწავლის პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო სატელევიზიო კუთხით გამოცდილების მიღების თვალსაზრისით.
ჟურნალისტური საქმიანობა 2003 წლიდან დავიწყე. ვმუშაობდი გაზეთ “ახალ ვერსიაში” კორესპონდენტად და შემდეგ ამავე გაზეთში ახალი ამბების რედაქტორად. 2007 წელს მუშაობა გავაგრძელე საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენში”. 2010 წლის თებერვლიდან ვმუშაობ “ინტერპრესნიუსში” და რადიო “პალიტრაში”.
“პალიტრა TV” ჩემთვის კიდევ ახალი გამოცდილებაა და სიამოვნებით და ენთუზიაზმით ვაკეთებ იმ საქმეს, რომელთანაც ბავშვობის სიყვარული მაკავშირებს.
რეპორტაჟები
16:31 / 19-03-2012
მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით ვითარების ადგილზე შესასწავლად მორიგი სპეციალური სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება.
16:08 / 19-03-2012
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ცალსახად არის გაცხადებული, რომ ვიზიტი შედგება და ჰილარი კლინტონი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.
16:55 / 15-03-2012
ანდრია ურუშაძემ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა.
16:24 / 13-03-2012
უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ვისთან აწარმოებს ქართული მხარე მოლაპარაკებებს იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით.
14:13 / 12-03-2012
კანადაში საქართველოს მოქალაქის, მარიამ მახნიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ საქმეში საქართველოს საელჩო აქტიურად არის ჩართული.
14:11 / 12-03-2012
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ისრაელში ვიზიტისას უკვე ოფიციალურად დასვამს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
13:56 / 12-03-2012
მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობის პროცესშია და არ არსებობს არც ხელმოწერილი და არც მზა დოკუმენტი.
11:27 / 08-03-2012
ნიკა რურუა - ქართული მხარე აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს
15:17 / 06-03-2012
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფარგლებში მოხდება.
14:57 / 05-03-2012
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი ისრაელში ვიზიტისას ოფიციალურად დასვა. ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
14:50 / 05-03-2012
საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არჩევნები საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ჩატარდა.
12:58 / 03-03-2012
ნინო კალანდაძე - დიპლომატიურ მოლაპარაკებები იმ შემთვევაში დაიწყება, თუ რუსეთი გაიყვანს ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან.
15:29 / 28-02-2012
ახალი ინიციატივები ეხება ისეთ პრობლემებს, როგორიც არის დასაქმების სფერო, სოფლის მეურნეობა.
14:30 / 27-02-2012
"კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი წევრი, აკაკი სიხარულიძე და ვინმე კვიტაიშვილი არ მიდიან კომისიის სხდომაზე და ამით ხელოვნურად უშლიან ხელს კვორუმის შეკრებას", - აცხადებს ფანჯიკიძე.
14:28 / 24-02-2012
"მწვანეთა პარტიის" პოლიტიკური კომიტეტი მიესალმება ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებას, ითანამშრომლოს "მწვანეთა პარტიასთან"
10:26 / 24-02-2012
“Imperial Tobacco International Limited”-ი ამიერკავკასიაში #1 თამბაქოს მწარმოებელი კომპანიაა
18:50 / 23-02-2012
საპარტნიორო ფონდი ინვესტიციების მოსაზიდად ოთხი მიმართულებით - ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და უძრავი ქონების კუთხით იმუშავებს.
17:06 / 22-02-2012
პარლამენტის თავმჯდომარემ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ ტერაქტზე კომენტარი გააკეთა.
17:08 / 21-02-2012
ანდრია ურუშაძის თქმით, კლინიკის საქმიანობა მანამდე იქნება შეჩერებული, ვიდრე იქ შესაბამისი პირობები არ შეიქმნება.
15:31 / 20-02-2012
აშშ-ის ახალი ელჩის რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა ბარაქ ობამამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა.