რიტა ყაველაშვილი

ჟურნალისტის პროფესიისადმი ჩემი სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო და ბავშვობიდანვე დავიწყე მცდელობა ჩემი ოცნება სისრულეში მომეყვანა. ვწერდი ყოველდღიურად, ვიღებდი ფოტოებს და მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში.
1998 წელს დავამთავრე თბილისის 36-ე საშუალო სკოლა, 2003 წელს -გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, “ალმა-მატერის” ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტთან არსებული თემურ ფაფერაშვილის სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო.
სატელევიზიო სახელოსნოში სწავლის პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო სატელევიზიო კუთხით გამოცდილების მიღების თვალსაზრისით.
ჟურნალისტური საქმიანობა 2003 წლიდან დავიწყე. ვმუშაობდი გაზეთ “ახალ ვერსიაში” კორესპონდენტად და შემდეგ ამავე გაზეთში ახალი ამბების რედაქტორად. 2007 წელს მუშაობა გავაგრძელე საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენში”. 2010 წლის თებერვლიდან ვმუშაობ “ინტერპრესნიუსში” და რადიო “პალიტრაში”.
“პალიტრა TV” ჩემთვის კიდევ ახალი გამოცდილებაა და სიამოვნებით და ენთუზიაზმით ვაკეთებ იმ საქმეს, რომელთანაც ბავშვობის სიყვარული მაკავშირებს.
რეპორტაჟები
18:25 / 09-09-2012
ესპანეთის ნაკრების მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი "თბილისი მარიოტთან".
14:40 / 03-09-2012
სპეცოპერაციის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა არ დაიძაბება - ნინო კალანდაძე.
19:16 / 01-09-2012
ცესკოში პარტიული სია 17-ვე რეგისტრირებულმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა.
20:42 / 27-08-2012
ომს შეშლილები იწყებენ, "ქართულ ოცნებაში" შეშლილები არ არიან - ურუზმაგ ქარქუსოვი.
13:10 / 17-08-2012
ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, ცნობილი ფრანგი მომღერლის, შარლ აზნავურის ვარსკვლავი გაიხსნა.
12:57 / 13-08-2012
რუსთავის მერიის წინააღმდეგობის მიუხედავად, "ქართული ოცნება" 19 აგვისტოს აქციას შარტავას მოედანზე გამართავს.
18:03 / 10-08-2012
კამპანიამ "ეს შენ გეხება" წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაფასა.
17:14 / 08-08-2012
პრეზიდენტმა და პატრიარქმა მუხათგვერდის სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
15:24 / 07-08-2012
შპს "ბურჯის" ქონება შპს "გამამ" შეიძინა.
15:40 / 03-08-2012
"დააყადაღე პროკურატურა" - "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია პროკურატურის წინ.
14:55 / 03-08-2012
ქართველ სპორტსმენთა ნაწილმა საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სპორტსმენებზე ზეწოლას ეხება.
16:33 / 01-08-2012
საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
14:44 / 01-08-2012
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავას იწყებს.
17:06 / 31-07-2012
ცესკო-ში განაცხადი პარტიის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა სოზარ სუბარმა შეიტანეს.
16:11 / 31-07-2012
საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღებას უკანონო გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
16:58 / 10-07-2012
მთავრობა დასაქმების მსურველთა ბაზის მომზადებას იწყებს - მანანა მანჯგალაძე.
22:18 / 05-07-2012
საქართველოში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც შეუძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს - ჯონ ბასი.
20:31 / 05-07-2012
ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპარლამენტარები შეცდომაში შეიყვანეს - ბიძინა ივანიშვილი.
17:41 / 04-07-2012
19 მოქალაქე მთავარ პროკურორს საკუთარი ანგარიშების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.
12:04 / 03-07-2012
შსს - ახალაია, თავდაცვა - შაშკინი - საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა.