ბელა ზაქაიძე

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი 2007 წლის 14 იანვრიდან. ვაკეთებ სამართლის სფეროს როგორც სააგენტო ”ინტერპრესნიუსისთვის”, ასევე რადიო ”პალიტრისთვის” და ინტერნეტტელევიზია ”პალიტრა TV”-სთვის.
სამართლის დარგის კონკრეტული მიმართულებით გავლილი მაქვს სხვადასხვა საერთაშორისო დონის მნიშვნელოვანი ტრენინგები. დარგის პროფესიული გაშუქებისთვის კი არაერთი უწყების ჯილდო მაქვს მიღებული.
2007 წლამდე ვმუშაობდი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, სტუდია ”რეპორტიორში” და არაერთი გახმაურებული საგამოძიებო ფილმი მაქვს გაკეთებული.
ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა გაზეთ ”ახალ ვერიაში” 2004 წელს დაიწყო. თავიდანვე სამართლით ვიყავი დაინტერესებული და ყველგან ამ სფეროზე ვმუშაობდი.
ჩემთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ფაქტების სიზუსტე, თემის მიმართ ობიექტური მიდგომა, პროფესიულ დონეზე მასალის დამუშავება და საზოგადოების ინტერესები.
2004 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის განყოფილება.
დავიბადე 1982 წლის 23 დეკემბერს მცხეთაში.
რეპორტაჟები
16:23 / 11-01-2012
"თავისუფალი საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული საარჩევნო კოდექსის პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია და რეალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი პოზიცია უნდა შეიმუშაონ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნონ.
15:19 / 07-01-2012
სადღესასწაულო ალილოს მსვლელობა ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყო.
13:17 / 06-01-2012
დიდუბის პანთეონში კრიმინალური პოლიცია მუშაობს.
10:54 / 06-01-2012
ჯაბა იოსელიანის საფლავზე უცნაური ფოტოები დააწყვეს.
13:43 / 04-01-2012
როგორც ხათუნა კალმახელიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ერთ-ერთი პრიორიტეტია დასავლეთ საქართველოში, ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობის 2012 წელს დაწყება, რომელიც თანამედროვე და ევროპული სტანდარტების იქნება.
00:00 / 29-12-2011
არასამთავრობო ორგანიზაციებმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიენებ"-ის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააპროტესტეს.
19:41 / 27-12-2011
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი უწოდა საკასაციო ინსტანციაში დანერგილ საძიებო სისტემას, რომელიც მიმდინარე აქტუალურ და საარქივო გადაწყვეტილებებს ეხება. მისი თქმით ეს კიდევ უფრო ზრდის გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობას.
15:20 / 27-12-2011
ივანიშვილის მეუღლეს მოქალაქეობა აღუდგინეს. მოსამართლემ 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა მიხეილ სააკაშვილსაც დააკისრა.
18:56 / 26-12-2011
“ქართული ოცნების” ოფისში ადვოკატებმა ეკა ბესელიამ და არჩილ კბილაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ დღეს მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
14:14 / 24-12-2011
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ქდმ-ს ლიდერი გიორგი თარგამაძე და საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია დღეს თამარ მეფის #14-ში მდებარე თონეს ესტუმრნენ.
16:13 / 23-12-2011
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" 26 მაისის აქციის დროს დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
14:43 / 22-12-2011
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძეს უკანონო განაჩენის გამოტანაში ადანაშაულებს.
14:35 / 22-12-2011
ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაცხადებს.
14:23 / 21-12-2011
საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ქართულმა ოცნებამ" სამართლის დარგობრივი მიმართულების პრეზენტაცია გამართა.
14:16 / 20-12-2011
ადვოკატთა ასოციაციის თამჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა მის მიმართ დევნის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს მიაწოდა.
16:32 / 19-12-2011
ადამიანის შრომითი უფლებები საჯარო სექტორზე მეტად კერძო სექტორში ირღვევა _ასეთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის დასკვნა.კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.
კვლევის მიხედვით, მთავარი პრობლემა სამსახურებიდან დაუსაბუთებლად, ახსნა-განმარტების გარეშე თანამშრომლების გათავისუფლებას უკავშირდება.
15:30 / 15-12-2011
საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაციამ 2010 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
15:26 / 15-12-2011
კოტე კუბლაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ არასამთავრობოებს შეხვდა.
14:52 / 13-12-2011
ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "დევნილთა მხარდასაჭერად ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგის" შედეგების პრეზენტაცია გამართა.
19:18 / 12-12-2011
ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელის განხილვა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 20 დეკემბრისთვის გადაიდო.