ბელა ზაქაიძე

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი 2007 წლის 14 იანვრიდან. ვაკეთებ სამართლის სფეროს როგორც სააგენტო ”ინტერპრესნიუსისთვის”, ასევე რადიო ”პალიტრისთვის” და ინტერნეტტელევიზია ”პალიტრა TV”-სთვის.
სამართლის დარგის კონკრეტული მიმართულებით გავლილი მაქვს სხვადასხვა საერთაშორისო დონის მნიშვნელოვანი ტრენინგები. დარგის პროფესიული გაშუქებისთვის კი არაერთი უწყების ჯილდო მაქვს მიღებული.
2007 წლამდე ვმუშაობდი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, სტუდია ”რეპორტიორში” და არაერთი გახმაურებული საგამოძიებო ფილმი მაქვს გაკეთებული.
ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა გაზეთ ”ახალ ვერიაში” 2004 წელს დაიწყო. თავიდანვე სამართლით ვიყავი დაინტერესებული და ყველგან ამ სფეროზე ვმუშაობდი.
ჩემთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ფაქტების სიზუსტე, თემის მიმართ ობიექტური მიდგომა, პროფესიულ დონეზე მასალის დამუშავება და საზოგადოების ინტერესები.
2004 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის განყოფილება.
დავიბადე 1982 წლის 23 დეკემბერს მცხეთაში.
რეპორტაჟები
16:50 / 10-03-2012
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთში საიუველირო მაღაზიის ძარცვის ფაქტი გახსნეს.
12:23 / 10-03-2012
აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გალში მოსახლეობის დაბალი აქტივობის ფორზე მიმდინარეობს .
15:58 / 09-03-2012
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ირღვევა თითქმის ყველა უფლება - სიტყვის თავისუფლების, საკუთრების და სიცოცხლის უფლებები, რომელთა დამრღვევი პირველ რიგში, შს სამინისტროა.
18:15 / 07-03-2012
"ქართული ოცნება" ასაჩივრებს პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მოძრაობის მონიტორინგთან დაკავშირებით.
14:33 / 07-03-2012
მაკა ასათიანს "მერსედეს ბენცის" საქართველოს წარმომადგენლობის, შპს "აკადან" კიდევ 20%-იან წილს სთხოვენ. მოსარჩელე ბორის კალანდიას სარჩელთან დაკავშირებით სამოქალაქო დავაზე, მოსამზადებელი სხდომა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
16:44 / 06-03-2012
ნარკოტიკების მოხმარება ყველაზე მაღალია იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და სვანეთში, ყველაზე დაბალი კი შიდა ქართლში.
15:21 / 06-03-2012
პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ, ახალგაზრდამ აგრესია პოლიცილებზე გადაიტანა, რის გამოც პოლიციის თანამშრომელმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.
16:15 / 01-03-2012
"საქართველოს გზა" არ ეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას, სადაც საუბარია კიბეებიდან ქიმერიძის გადავარდნაზე.
15:37 / 01-03-2012
53-ე სკოლის დირექტორმა, მიხეილ ალექსიძის გარიცხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
13:13 / 01-03-2012
თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული, 15 წლის მიხეილ ალექსიძის სასამართლო პროცესი 12 მარტისთვის გადაიდო.
15:23 / 28-02-2012
ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, დაზიანებულია ტელეკომპანია "მაესტროს" ქონება და გატანილია სხვადასხვა ტექნიკა.
12:13 / 27-02-2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ღია კარის დღეს მართავს.
18:51 / 25-02-2012
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლემ ნანა დარასელიამ "ქართული ოცნების" ეკოლოგიური ქვეჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
14:20 / 25-02-2012
ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც დღეს კიკვიძის ბაღში დააკავეს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ.
15:22 / 22-02-2012
"აისექ საქართველო" მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას 6.500 ლარის ოდენობით ითხოვდა.
17:31 / 21-02-2012
რატომ არ სარგებლობენ მოქალაქეები ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელით? - ნახეთ, ”პალიტრა ტვ”-ის გამოკითხვა.
16:52 / 21-02-2012
ვალერი გელბახიანი გირაოთი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
14:33 / 21-02-2012
2011 წელს 2010 წელთან შედარებით, 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაული აღირიცხა.
17:31 / 20-02-2012
ავტომობილების დაზღვევა და დაზარალებული კლიენტები. რა უნდა გაითვალისწინოთ ავტომობილის შეძენისას.
15:25 / 17-02-2012
"პალიტრა ტვ" -ის გამოკითხვა - რომელი მარკის ავტომობილი მოსწონთ?