15:05 / 20-07-2012
აშშ-ში "შავი რაინდის" პრემიერაზე 14 ადამიანი მოკლეს
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ბეტმენზე გადაღებული ახალი სერიის, "შავი რაინდი: ლეგენდის გაცოცხლების", დასრულების შემდეგ კონოთეატრის ფოიეში მაყურებელს აირწინაღით აღჭურვილმა მამაკაცმა ცრემლსადენი გაზის კაფსულები ესროლა, ხოლო შემდეგ სანადირო თოფიდან საფანტი დაუშინა.
თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა. პოლიციამ დააკავა თავდამსხმელი, რომლის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ. გაიჩხრიკა მისი საცხოვრებელი ბინაც, საიდანაც მკვლელობის იარაღები იქნა ამოღებული.








































