11:04 / 27-05-2012
"ევროვიზია 2012"-ის გამარჯვებული შვედი მომღერალი ლორინი გახდა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
მიღებული შედეგით ლორინი თითქმის წამოეწია "ევროვიზია 2009"-ის გამარჯვებულ ალექსანდრე რიბაკს, რომელმაც კონკურსზე 387 ქულის დაგროვება შეძლო.
მეორე ადგილზე რუსეთის წარმომადგენლები - "ბურანოველი ბებიები" გავიდნენ, რომლებმაც სერბეთის წარმომადგენლებს აჯობეს.
22 მაისს პირველი ნახევარფინალის შედეგად ფინალში გადავიდნენ: ისლანდია, საბერძნეთი, ალბანეთი, რუმინეთი, კვიპროსი, დანია, რუსეთი, უნგრეთი, მოლდოვა, ირლანდია, თუმცა, კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად მონაწილეობდნენ მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და "დიდი ხუთეულის": გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის და იტალიის წარმომადგენლები.
რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობდა. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობდა. "ევროვიზია" მომავალ წელს შვედეთში ჩატარდება.








































