11:08 / 07-05-2012
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
წინასწარი შედეგებით, ოლანდმა ხმათა 51,01 % მიიღო, სარკოზიმ კი - 48,99 %.
საფრანგეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა არჩევნებში დამარცხება ხმის მიცემის პროცესის დასრულებიდან მალევე აღიარა და განაცხადა, რომ ფრანსუა ოლანდი რესპუბლიკის პრეზიდენტია და მას ყველამ პატივი უნდა სცეს.
"ფრანსუა ოლანდი არჩეულ იქნა საფრანგეთის პრეზიდენტად. პატივი ვცეთ ხალხის არჩევანს", - განაცხადა სარკოზიმ გუშინ მომხრეებთან შეხვედრისას და აქვე განმარტა, რომ ის ფრანსუა ოლანდს ტელეფონით ესაუბრა და გამარჯვება მიულოცა.
ფრანსუა ოლანდის განცხადებით კი, საფრანგეთმა 6 მაისს ცვლილებები აირჩია და პრეზიდენტად მისი ყოფნა ისურვა. ოლანდი განახლების მომხრეა. ის ევროპის საფინანსო შეთანხმების გადასინჯვის ინიციატივით გამოდის, რაც, მისი აზრით, უმუშევრობის დონის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის ტემპის გაზრდას მოიტანს.








































