20:08 / 29-04-2012
დიდი ბრიტანეთის მილიარდერთა სიაში რუსი ოლიგარქები ლიდერობენ
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
უკვე მეექვსე წელია რეიტინგში პირველ ადგილს არ თმობს ინდოელი მაგნატი ლაკშმი მიტტალი (12 მილიარდ 700 მილიონი ფუნტი სტერლინგი).
მეორე და მესამე ადგილები რუსმა ოლიგარქებმა ალიშერ უსმანოვმა (12 მილიარდ 300 მილიონი ფუნტი სტერლინგი) და რომან აბრამოვიჩმა (9 მილიარდ 500 მილიონი ფუნტი სტერლინგი) დაიკავეს.
გამოცემის ინფორმაციით, წელს ბრიტანეთში მილიარდერთა რეკორდული რაოდენობა - 77 დაფიქსირდა. რეიტინგში მონაწილეთა საერთო ქონებამ კი 414 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.







































