12:03 / 09-04-2012
"რატომ დაუჭირეთ მხარი პუტინს?" - ქსენია სობჩაკის პროვოკაციული შეკითხვა ჩულპან ხამატოვას
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
"ჩულპან, ქველმოქმედებით რომ არ იყოთ დაკავებული, მაინც გაუწევდით აგიტაციას პუტინს?", - იკითხა წამყვანმა. მას მხედველობაში ჰქონდა ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო ვიდეო-რგოლი, რომელშიც ჰამატოვა მონაწილეობს.
მსახიობმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, როდესაც საუბარში მეორე წამყვანი ჩაერია. მან სობჩაკს პოლიტიკური დისკუსიის შეწყვეტა მოსთხოვა, თუმცა ქსენიამ უკან არ დაიხია.
"ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა და ყველაგან შემიძლია დავსვა კითხვები, რომლებსაც საჭიროდ მივიჩნევ", - უპასუხა მან.
ამ ინციდენტს დარბაზში მაყურებელთა სტვენა და ყვირილი მოყვა. სცენაზე მსახიობი ევგენი მირონოვი გამოვიდა და ვითარება განმუხტა: "იცი, რა განსხვავებაა შენსა და ამ გოგონებს შორის? შენგან განსხვავებით, ისინი კეთილ საქმეს რეკლამისა და YouTube-ზე ნახვების დიდი რაოდენობისთვის არ აკეთებენ", - უთხრა მირონოვმა სობჩაკს.
იხილეთ: ქსენია სობჩაკის ვიდეოშარჟი პუტინის მხარდამჭერებს
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე







































