რედაქტორის რჩევით
არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
EUR
1
EUR
2.0153
RUB
100
RUB
5.0556
USD
1
USD
1.6511
15:36 / 04-09-2011
იგორ კოკოშკოვი: "ძლიერი თამაში მოგებისთვის საკმარისი არ იყო"
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა D ჯგუფისა და მთლიანად ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავორიტთან, სლოვენიის ეროვნულ გუნდთან გამართა და 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შეხვედრა ძლიერ მეტოქესთან საკმაოდ კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 10-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს.

სლოვენიელებმა მეორე მეოთხედში შეძლეს თამაშის გამოსწორება და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი შედეგით - 40:40 გავიდნენ, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ მეტოქეს ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია და მატჩის საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჩვენი გუნდიდან შედეგიანობით ზაზა ფაჩულია (22 ქულა) და მანუჩარ მარკოიშვილი (16) გამოირჩნენ.

თამაშის შემდგომ ტრადიციული პრესკონფერენციაზე ქართველთა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა შეხვედრა ასე შეაფასა.


"სლოვენია გამოცდილი, ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენ ძლიერად ვითამაშეთ მაგრამ სლოვენიამ გვაჯობა. როგორც აღმოჩნდა, "ძლიერი თამაში" მოგებისთვის საკმარისი არ იყო. მეტი უნდა გაგვეკეთებინა."


"შეხვედრის პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის გამოცდილება არ გვეყო. სლოვენიის ნაკრები ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდია, რომელიც შეხვედრისთვის მაღალ დონეზე იყო მომზადებული. მოგების დიდი შანსი გვქონდა. საწყენია რომ გამოუცდელობის გამო დავმარცხდით. თუმცა ყველაფერი წინაა, წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად." _ განაცხადა ნაკრებსი ერთერთმა წამყვანმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უკრაინის ნაკრებთან გადამწყვეტ მატჩს გამართავს. თამაში კლაიპედაში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
საქართველო გუშინ სლოვენიასთან 75:87 დამარცხდა, უკრაინამ კი ბულგარეთი დაამარცხა 67:56. ტურნირზე საქართველომ და უკრაინის ნაკრებებმა ორი შეხვედრა დათმეს და ორი გამარჯვება მოიპოვეს. ორივე გუნდი რუსეთისა და სლოვენიის ნაკრებებთან დამარცხდა.
4 თამაშის შემდეგ 4-4 ქულით საქართველოს და უკრაინის ნაკრებები D ჯგუფში III-IV ადგილებზე იმყოფებიან. დღევანდელი შეხვედრა ჯგუფიდან გამსვლელი მესამე გუნდის ვინაობას გაარკვევს.



 

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სხვა სიახლეები
კახა კალაძეს ბუცების ჩაცმა ეუხერხულა - ენერგეტიკის მინისტრი წინასამატჩო ვარჯიშზე
კახა კალაძეს ბუცების ჩაცმა ეუხერხულა - ენერგეტიკის მინისტრი წინასამატჩო ვარჯიშზე.
"ჩელსის" პატარა ფეხბურთელის გოლი და ფანების ხანგრძლივი აპლოდისმენტები
"ჩელსის" პატარა ფეხბურთელის გოლი და ფანების ხანგრძლივი აპლოდისმენტები.
პატრულის თანამშრომელი "გინესის" რეკორდსმენი გახდა
პატრულის თანამშრომელი "გინესის" რეკორდსმენი გახდა.
უკმაყოფილო ქომაგმა მწვრთნელს ტრიბუნიდან კბილის პროთეზი ესროლა
უკმაყოფილო ქომაგმა მწვრთნელს ტრიბუნიდან კბილის პროთეზი ესროლა.
"რკინის კაცების" მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალის საინტერესო პრომო
"რკინის კაცების" მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალის საინტერესო პრომო.
მალდინი, ინძაგი, ძამბროტა და სხვები - "მილანის" შემადგენლობა კალაძის გაცილების მატჩზე
მალდინი, ინძაგი, ძამბროტა და სხვები - "მილანის" შემადგენლობა კალაძის გაცილების მატჩზე.
ხელჩართული ჩხუბი გიორგი ჭანტურიასა და რუს ფეხბურთელს შორის
ხელჩართული ჩხუბი გიორგი ჭანტურიასა და რუს ფეხბურთელს შორის.
დევიდ ბექჰემი ფეხბურთს დაემშვიდობა - საოცრად ემოციური ვიდეო
დევიდ ბექჰემი ფეხბურთს დაემშვიდობა - საოცრად ემოციური ვიდეო.
"მილანის" ვარსკვლავები კალაძის გაცილების მატჩზე ქართულად გეპატიჟებიან
"მილანის" ვარსკვლავები კალაძის გაცილების მატჩზე ქართულად გეპატიჟებიან.
"ცეკვა" საჯდომით მოწინააღმდეგის თავზე - უჩვეულო მომენტი ქალების ფეხბურთში
"ცეკვა" საჯდომით მოწინააღმდეგის თავზე - უჩვეულო მომენტი ქალების ფეხბურთში.