13:00 / 02-04-2012
ქართველები გრანდიოზულ შოუში - მაიკლ ჯექსონის უკვდავი ტურნე
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
”მაიკლ ჯექსონი - უკვდავი მსოფლიო ტურნე" - ასე ეწოდება დადგმას, რომელიც ცეკვის, აკრობატიკის, სპეცეფექტებისა და მაიკლ ჯექსონის მუსიკის საოცარ ნაზავს წარმოადგენს. დასი ჯერჯერობით ამერიკის სხვადასხვა შტატში მართავს წარმოდგენებს, თუმცა 2012 წლის ბოლოს, ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში გეგმავს სპექტაკლის ჩატანას.
ამერიკული ტელეარხის ABC-ის დილის გადაცემისთვის, დასის წევრებმა საოცარი სანახაობა გამართეს: ნიუ-იორკში, მედისონ ავენიუზე წარმოდგენიდან ნაწყვეტები შეასრულეს. მათ შორის, ერთ-ერთი ქართული ცეკვაცაა, რომელსაც დასის ორი ქართველი წევრი ასრულებს.








































