19:25 / 16-05-2012
ხანძარი ლაღიძის ქუჩაზე
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, ხანძრის შესახებ შეტყობინება სამსახურში დაახლოებით 16.30 წუთზე შევიდა. ცეცხლი ლაღიძის ქ. #6-ში სახლის მეოთხე სართულზე გაჩნდა. გიორგაძის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციოდ ადგილზე 10 სახანძრო მანქანა გაიგზავნა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 150 კვ.მ ფართი. მეზობლების განცხადებით, ცეცხლი, სავარაუდოდ, გაზის ქურაზე საჭმლის გადმოსვლის შემდეგ გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესიკ ჯიმშელაძე. მისი თქმით, ზარალს შეისწავლიან და საჭიროების შემთხვევაში ოჯახს დაეხმარებიან.








































