11:02 / 07-05-2012
5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან დაფიქსირდა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქშიც საკმაოდ იგრძნობოდა.
სეისმოლოგების ცნობით, ასეთი სიმძლავრის მიწისძვრას შეუძლია, ძველი და ამორტიზებული შენობების ნგრევა გამოიწვიოს, თუმცა ამ დრომდე საქართველოში ნგრევის ან სხვა რაიმე ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.








































