რედაქტორის რჩევით
არქივის კალენდარი
«« მაისი 2013 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ვალუტის კურსი
EUR
1
EUR
2.0153
RUB
100
RUB
5.0556
USD
1
USD
1.6511
11:38 / 14-06-2011
რობერტ სტურუა: სულ არ მინდა, საქართველოს პრეზიდენტი სხვა ერის წარმომადგენელი იყოს
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
"პოლიტკორექტულობაში არის რაღაც დადებითი, მაგრამ მასში დევს ძალიან დიდი უარყოფითი მომენტი, ანუ პოლიტკორექტულობის გათვალისწინებით შენ სიმართლეს არ ამბობ-ხოლმე", - ეს განცხადება რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში გააკეთა.
სტურუას შემოქმედებითი საღამო თაყვანისმცემლებმა, თეატრმცოდნეებმა, კრიტიკოსებმა, საკუთარმა სტუდენტებმა და მსახობებმა ექსპერიმენტულ სცენაზე მოუწყვეს. მისი თქმით, პოლიტკორექტულობას ხშირად სჯობს სიმართლე ითქვას.
"თუ რაღაც ჭირს კაცობრიობას და არ დავასახელეთ ეს დაავადება, ბუნებრივია, მისგან ვერც განვიკურნებით. რატომ გვიკვირს, რომ ადამიანები ვერ იტანენ სხვა ერის წარმომადგენლებს. ბუნებაში დევს რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ უნდა შევებრძოლოთ, დამალვით მხოლოდ ვითვალთმაქცებთ. წარმოიდგინეთ, ახლა რომ გითხრათ, თუ როგორ მიყვარს ზანგები. ხომ შეიძლება ისინი სულაც არ მიყვარდეს, იმიტომ კი არა, რომ ზანგები არიან, იმიტომ, რომ ოდნავ უკან დგანან ჩემზე, კულტურის მხრივ", - აღნიშნა რობერტ სტურუამ.
მისივე თქმით, მართლაც არ სურს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სხვა ერის წარმომადგენელი იყოს. "სულ არ მინდა, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელი იყოს. გამოგვიგზავნიან ვინმე ლუზერს და თვალებში უნდა ვუყურო. არც იტალიელი მინდა. აი, გერმანელებზე რომ მიდგება ხოლმე საქმე, შეიძლება შევჩერდე. სულ ცოტა ხნის წინ ტელეფონით გამომიგზავნა წერილი სომეხმა მეგობარმა და აი, რას წერს: "რობიკ, ეგ შენი აზრია, რაც თქვი, ჩვენ კი შენს მხარეზე ვართ". თქვენ რომ წაიკითხოთ, რას წერენ უკრაინელებზე რუსები, საერთოდ გადაირევით. მე რომ უკრაინელი ვიყო, საერთოდ ამ წუთშივე შევიძულებდი რუს ერს. ქართველები კი უფრო ლოიალურები ვართ", - აღნიშნა რობერტ სტურუამ საღამოზე.
რობერტ სტურუამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის სომეხი და მას არ სურს, რომ ასეთი პირი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. რეჟისორის ამ განცხადებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დისკუსია გაიმართა როგორც საგაზეთო ფურცლებზე, ისე - სოციალურ ქსელებში.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სხვა სიახლეები
კანცელარიასთან 17 მაისს მომხდარი "ველური ქმედებები" გააპროტესტეს
კანცელარიასთან 17 მაისს მომხდარი "ველური ქმედებები" გააპროტესტეს.
"რეჟიმი უნდა გასამართლდეს" - სპორტის სასახლეში ყრილობა გაიმართება
"რეჟიმი უნდა გასამართლდეს" - სპორტის სასახლეში ყრილობა გაიმართება.
"უფლის დაცვა გინებით, გაუმართლებელია" - დედა სიდონია
"უფლის დაცვა გინებით, გაუმართლებელია" - დედა სიდონია.
ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება - ილია მეორე
ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება - ილია მეორე.
"ეს ბრბო, მართლმადი-დებილები" - კოტე ყუბანეიშვილი აქციის მონაწილეებზე
"ეს ბრბო, მართლმადი-დებილები" - კოტე ყუბანეიშვილი აქციის მონაწილეებზე.
"ხალხის ნება აღსრულდა" - როგორ გაარღვიეს პოლიციის კორდონი
"ხალხის ნება აღსრულდა" - როგორ გაარღვიეს პოლიციის კორდონი.
"ჭინჭრების რევოლუცია მამათმავლების წინააღმდეგ" - ბასილ მკალავიშვილი მრევლით აქციაზე
"ჭინჭრების რევოლუცია მამათმავლების წინააღმდეგ" - ბასილ მკალავიშვილი აქციაზე.
დაპირისპირება და "ტაბურეტკიანი" მონაწილე აქციაზე
დაპირისპირება და "ტაბურეტკიანი" მონაწილე აქციაზე.
ლგტბ აქტივისტები სამართალდამცველებმა კორიდორით გაიყვანეს
ლგტბ აქტივისტები სამართალდამცველებმა კორიდორით გაიყვანეს.
"ეს ყველაფერია, გარდა ქრისტიანობისა" - თამარ ჩერგოლეიშვილი აქციაზე
"ეს ყველაფერია, გარდა ქრისტიანობისა" - თამარ ჩერგოლეიშვილი აქციაზე.