ტოპ ვიდეოები
არქივის კალენდარი
12:49 / 12-06-2011
გამომცემლობა "პალიტრა L"-ში ინვენტარიზაცია დასრულდა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
შემოსავლების სამსახურმა გამომცემლობა "პალიტრა L"-ში ინვენტარიზაცია დაასრულა. პროცესის დასრულების შემდეგ, შედგა აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აქტები.

"კომისიამ ფასეულობები სრულად აღწერა. კომისიის თავმჯდომარეს ჩამოერთვა ხელწერილი იმის თაობაზე, რომ მას კომისიის წევრებთან პრეტენზია არ გააჩნია. ეს იყო ინვენტარიზაციის პირველი ეტაპი. შემდეგ კი, რაც ორგანიზაცია ბუღალტრულ ნაშთს წარმოადგენს, მოხდება ამ ორი პოზიციის შედარება და შედეგების გამოყვანა", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნუგზარ წულუკიძემ.

მისივე განმარტებით, შედეგების გამოყვანის დრო დამოკიდებულია "პალიტრა L"-ზე.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორის თინა ასათიანის განცხადებით, შემოსავლების სამსახურში გამომცემლობამ ბუღალტრული ნაშთი 24 ივნისამდე უნდა წარადგინოს.
”დასრულდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა. უკვე მოხდა აქტების შედარება, ყველაფერი დაემთხვა, რაზეც მოეწერა ხელი. ასევე, დაიწერა ხელწერილები, რომ პროცესები სწორად მიმდინარეობდა. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რომელიც მოიცავს ბუღალტრული ნაშთების შედარებას ფაქტიურ ნაშთებთან", - განცხადა თინა ასათიანმა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება 7 ივნისს ერთდროულად დაიწყო. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გეგმური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია უკვე დასრულდა "მედიაპალიტრის" სამ საწარმოში - შპს "ჯეპ", შპს გამომცემლობა "კოლორი", შპს "პოლიგრაფიული მასალები". დღეს მათ რიცხვს "პალიტრა L"-იც დაემატა.

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 7 ივნისს "მედიაპალიტრის" 6 სხვადასხვა კომპანიაში დატოვეს შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ. ამ შეტყობინების თანახმად, "მედიაპალიტრის" 6-ვე შპს-ში გასვლითი საგადასახო შემოწმება, დაახლოებით, 10 დღეში დაიწყება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები