11:14 / 17-09-2012
ემიგრანტები სარფის გავლით საქართველოში ბრუნდებიან - "ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს"
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
მათი ინფორმაციით, სტამბულში შეიკრიბნენ, საიდანაც საქართველოში ორი ავტობუსით გამოემგზავრნენ. ემიგრანტებს სარფის საზღვართან ახლობლები ტაშით და ოვაციებით დახვდნენ.
საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა სიმბოლურად თითო სატელიტური ანტენაც ჩამოიტანეს. როგორც ემიგრანტები აღნიშნავენ, სატელიტური ანტენები ახლობლებისთვის წამოიღეს, რათა მათთვის ინფორმაციის წყარო დახშული არ იყოს.
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ასევე იხილეთ: "თქვენზე კარგი მაიკები და სიმბოლიკა გვაქვს..."- რატომ ეკამათა პაპუნა დავითაია ქართველ ემიგრანტს








































