20:14 / 07-08-2012
ღვთისმშობლის ხატებს მუზეუმიდან ახალციხის რაბათის ციხეში აღარ გადაიტანენ
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან აწყურის ღვთისმშობლისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების ახალციხის რაბათის ციხეში სამი თვით გადატანა იგეგმებოდა, რასაც მოქალაქეების ჯგუფისა და თანამშრომლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. როგორც ისინი აცხადებდნენ, ხატები დაზიანებულია და გადატანა არ შეიძლება.








































