17:20 / 18-07-2012
UNICEF-ის კვლევით, საქართველოში სიღარიბეში კვლავ ბევრი ბავშვი რჩება
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
UNICEF-ის სადისკუსიო დოკუმენტის თანახმად, საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სქემები ღარიბი ოჯახების საჭიროებებს სრულად ვერ აკმაყოფილებს.
ამ თემასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში UNICEF-ის მიერ ორგანიზებული დოკუმენტის "ბავშვთა სიღარიბის შემცირება საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა.
დოკუმენტი საქართველოს მთავრობას სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც ბავშვთა სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მომავალში სოციალური დაცვის ნებისმიერი მექანიზმის შემოღებისას თუ გაფართოებისას უნდა მოხდეს განსაკუთრებით ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების ინტერესების გათვალისწინება, რადგან ბავშვების სიღარიბისგან დაცვა არის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია, რაც საზოგადოებამ შეიძლება განახორციელოს.







































