13:47 / 19-06-2012
"21-ე საუკუნის ბაგრატის ტაძარი" - დაგვიანებულია თუ არა რესტავრაციის შეჩერება?
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ისტორიული ტაძრის გათანამედროვეობა შეჩერებულია. ძეგლთა დაცვის სააგენტოში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა.
პატრიარქის განცხადებას წინ იუნესკოს დასკვნა უძღოდა. ტაძარმა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში გადაინაცვლა.







































