14:16 / 16-05-2012
ე.წ. თბილბინრემმშენის დატბორილ კორპუსებთან წყლის სიღრმე 2 მეტრს აღწევს
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
მიმდებარე ტერიტორია დატბორილია და წყლის სიღრმე დაახლოებით 2 მეტრს აღემატება. მოსახლეობის თქმით, უკვე 4 დღეა, სახლამდე ნავებით მიდიან.
დევნილებთან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მივიდა. მისი თქმით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აქ მცხოვრები დევნილების საკითხის დაყენებას აპირებს. მისი განცხადებით, აუცილებელია დევნილების ალტერნატიური ბინებით უზრუნველყოფა.
მოსახლეობის თქმით კი, კორპუსი, სადაც 70 ოჯახი ცხოვრობს, უკვე 3 წელია იტბორება, თუმცა ასეთი მდგომარეობა არასოდეს ყოფილა.
ნუცუბიძის IV მიკრორაიონში ვაკე-საბურთალოს გამგებელი დავით ბურდულიც იმყოფებოდა. ბურდულის განმარტებით, ახლად გაჭრილი არხის საშუალებით წყლის დონემ უკვე მნიშვნელოვნად დაიწია და რამდენიმე დღეში წყალი სრულიად დაიწრიტება. მისივე თქმით, ახალი არხი ადგილობრივ მოსახლეობას დატბორვისგან შემდეგშიც დაიცავს.
ამავე თემაზე:
ნუცუბიძის IV მიკრორაიონში მიხეილ ლამაზოშვილის სახლი წყლითაა დაფარული
დევნილების დატბორილ საერთო საცხოვრებელთან ბაყაყები და გველები გაჩნდნენ








































