14:34 / 13-05-2012
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ის განცხადებით, თბილისისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სახელმწიფო სტანდარტებს შეესაბამება
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმამ და ნიაღვრებმა მდინარე არაგვის და მისი შენაერთების ადიდება გამოიწვია, რამაც GWP-ის არაგვის ხეობაში განთავსებული სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას პრობლემები შეუქმნა.
ამის გამო თბილისის გარკვეული უბნების წყალმომარაგებაში შეზღუდვებია შექმნილი. ამჟამად წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება: ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-სოლოლაკის, ნაძალადევის, ჩუღურეთის ზედა ზონებში, სვანეთის უბანსა და სანზონაში.
.როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს.
თბილისის წყალმომარაგებაში შექმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად GWP სამუშაოებს ახლაც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.







































