18:32 / 07-05-2012
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა სახელმძღვანელო "საქართველოს დემოკრატიის გზამკვლევი" საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" დაფინანსებით გამოსცა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
"საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევის" პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. ღონისძიებას ექსპერტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული სახელმძღვანელო სტატიათა კრებულია, რომელიც ექსპერტთა კლუბის პროექტის - "საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევის" შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს.
კრებულში თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის, ეროვნების, სარწმუნოების, პროფესიის, ისტორიულ პიროვნებათა და გამოჩენილ ადამიანთა შეხედულებები დემოკრატიაზე.
"საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი" საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" დაფინანსებით გამოიცა.







































