16:42 / 04-05-2012
მემედ აბაშიძის ძეგლი ქობულეთში სანდასუფთავების ტერიტორიაზეა მიგდებული
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
როგორც ქდმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ცნობილი მამულიშვილის ღვაწლს ხელისუფლება პატივს არ სცემს: "ძეგლი თავის დროზე ასლან აბაშიძის დაკვეთით დამზადდა, მაგრამ მისი დადგმა ქობულეთში ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ რევოლუციამ მოუსწრო და დამზადებული ძეგლი დაუდგმელი დარჩა. დღემდე ხელისუფლებამ ვერა და ვერ მოახერხა მიზერული თანხების გამოყოფა, რომ ძეგლი დაიდგას ქობულეთში მემედ აბაშიძის ქუჩაზე. მით უმეტეს, შესაბამისი ფართი არსებობს", - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.
"ქრისტიან დემოკრატები" ძეგლის დადგმისთვის თანხების გამოყოფას მოითხოვენ. ბაკურიძის თქმით, ძეგლზე ელგუჯა ამაშუკელი მუშაობდა.









































