15:07 / 04-05-2012
პრეზიდენტის დაცვასა და კუდ-თან კამათისას მოქალაქე ეტლიანად გადაბრუნდა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
უგულავა ითხოვდა, არ ჩამოფარებოდნენ და პრეზიდენტთან გასაუბრების საშუალება მიეცათ, რომელიც უკვე საავადმყოფოს ეზოში იმყოფებოდა და მოქალაქეებს ესალმებოდა. თუმცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ფოთის განყოფილების უფროსი ნიკო სურმავა და პრეზიდენტის დაცვა მას უკანდახევას სთხოვდნენ. კამათისას ზაზა უგულავამ ეტლი, რომელშიც იჯდა, ვეღარ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას ინტერნეტგამოცემა "tspress" ავრცელებს.
უგულავასთან პრეზიდენტი მართლაც მივიდა. "გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მისი თხოვნის მოსმენის შემდეგ.
ზაზა უგულავას სასწრაფო ოპერაციისა და რეაბილიტაციისთვის 50 ათასი აშშ დოლარია საჭირო. მისი თქმით, დახმარება მხოლოდ მერიისაგან აქვს მიღებული ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით - 100 ლარი და შეშა, რომელსაც შეჭირვებულ მოსახლეობას მერია ზამთარში ურიგებს.
იხილეთ დედანი ინტერნეტგამოცემა "tspress"-ზე:
პრეზიდენტის დაცვასთან შელაპარაკებისას მოქალაქე ეტლიანად გადაბრუნდა







































