20:28 / 26-04-2012
პარლამენტთან კომპანია "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულებმა აქცია გამართეს
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
აქციაში 50-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.
ისინი შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ელოდნენ, თუმცა, როგორც გაირკვა, ის შენობაში სხვა შესასვლელიდან შევიდა და აქციის მონაწილეებს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ თემურ ფიფიამ განუცხადა, მათ თხოვნით მიმართეს პარლამენტის ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" ლიდერს ლორთქიფანიძეს, რათა სამთავრობო საათზე მათი საკითხი დაესვა.
"ცენტრ-პოინტის" დაზარალებულები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საკითხის გარკვევისთვის წერილობით მიმართეს საქართველოს პრეზიდენსტს, მთავარ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე სახალხო დამცველსაც, თუმცა, რეაგირება ამ საკითხზე ამ დრომდე არ არის.
"ცენტრ-პოინტის" დაზარალებულები მორიგ აქციას სახალხო დამცველის ოფისთან გამართავენ, რათა გიორგი ტუღუში მათი პრობლემით დაინტერესდეს.








































