14:43 / 21-04-2012
"დისნეის გაზაფხული" - "საბავშვო კარუსელისა" და "ბიბლუსის" ერთობლივი აქცია
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
7 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც "საბავშვო კარუსელთან" ერთად "დისნეის" ზღაპრების წიგნების სერიის გამოცემა დაიწყო, ყოველ შაბათს, "ბიბლუსის" ქსელის სხვადასხვა მაღაზიებში ბავშვებისთვის გასართობი შეხვედრები ეწყობა. ამჯერად, ფიფქიამ და ჯუჯამ პატარებს, იოსებიძის #49-ში მდებარე მაღაზიაში უმასპინძლეს.
"დისნეის" ზღაპრების გმირებთან მორიგი შეხვედრა შემდეგ შაბათს, კოსტავას #47-ში მდებარე "ბიბლუსის" მაღაზიაში გაიმართება, სადაც ბავშვების მიყვანა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
"საბავშვო კარუსელთან" ერთად, "დისნეის" ზღაპრების ილუსტრირებული და მაგარყდიანი წიგნები ყოველ პარასკევს, სპეციალურ ფასად, 5 ლარად იყიდება.








































