12:41 / 16-04-2012
პატრიარქი "ცოდვის დაწესებულებების" გახსნას ეხმაურება
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ამ მაგალითებით უწმინდესი სააღდგომო ეპისტოლეში საზოგადოებრივი ყოფისადმი "ახალ მიდგომაზე" საუბრობს.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, ამგვარი მიდგომა გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ამოქმედდა პრინციპი - ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას.
თუმცა, უწმინდესის თქმით, ასეთი ცხოვრების ფილოსოფია ერთ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა იდეასა და შეხედულებას, ღირებულებათა ყველა სისტემას და ადამიანს ნებისმიერი არჩევანის გამართლებას სთავაზობს.
როგორც ილია მეორე ბრძანებს, საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს და რჩება მხოლოდ ინდივიდუალური "ჭეშმარიტებები", რომელთა შორის წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც ინფორმაციული მანქანისგან მხარდაჭერილი და კარგად რეკლამირებულია.
ამავდროულად, უწმინდესი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა და მრავალი ხელშემწყობი ფაქტორისა, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა და ქართველმა ხალხმა ამ საცდურს გაუძლო და ზნეობისა და ტრადიციული ღირებულებების დამცველად დარჩა.








































