16:58 / 13-04-2012
შუახევის სოფელში მეწყერმა საფლავები წალეკა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე სოფელ პაპოშვილებში რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა და 30–მდე სასაფლაო დაიკარდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს შუახევის გამგეობას, მაგრამ სპეციალური ტექნიკა ამ დრომდე არ ჩანს.
"ჯერ თოვლის მასობრივად დნობა არ დაწყებულა; რომ დაიწყება, შემდეგ უარესი მდგომარეობა იქნება. შეიძლება ჩასკდეს მიწა და გზაც ჩაიტანოს. ჩვენი სოფლის გარდა, კიდევ 9 სოფელი დარჩება უგზოდ. გამგებელი არაერთხელ მოვიდა, მაგრამ მისი მოსვლა რას გვიშველის, თუ ტექნიკა არ იქნება", – აღნიშნავენ პაპოშვილების მცხოვრებლები.








































