რედაქტორის რჩევით
არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
EUR
1
EUR
2.0153
RUB
100
RUB
5.0556
USD
1
USD
1.6511
17:29 / 12-04-2012
ილია მეორე - როცა სიმარტოვეს გრძნობთ, ნუ შეგეშინდებათ, უფალი ჩვენთან არის
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგია გაიმართა. წირვის ბოლოს ფეხთბანვის წესი შესრულდა, რომლის დროსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 12 მღვდელმსახუს ფეხი დაბანა.

მსახურების ბოლოს პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დიდ ხუთშაბათს იეროდიაკვნად მისი კურთხევა გაიხსენა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ არის დღეები, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფალთან სიახლოვეს, ხანდახან კი არის დღეები, როდესაც ფიქრობს, რომ უფალმა მიატოვა, თუმცა ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის.

პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში 12 გზის სახარების კითხვა 19.00 საათზე დაიწყება, რათა მრევლმა დასვენება და ძალების აღდგენა შეძლოს.

ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათი მართლმადიდებლებისათვის განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს უფალმა იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ზიარების საიდუმლო დააწესა. ასევე მათ უდიდესი სიმდაბლის ნიშნად ფეხი დაბანა.
კომენტარები (1)
04:16 14-04-2012
ლინა
ჯანის სიმტელე,სულის სიმშვიდე მინდა გისურვოტ ქარტველებო და პატრიარქის მოსმენა და დაჯერება.საოცრად ბრძენი პიროვნებაა და ყველანაირად ცდილობს სინატლის შუქზე გაგვიყვანოს მშვიდობიტ.დაუჯერეტ და გადავრჩებიტ.
სხვა სიახლეები
"წიგნი-ზანდუკი" - ხელით მოხატული "ქართული ხალხური ზღაპრები" "პალიტრა L"-ისგან
"წიგნი-ზანდუკი" - ხელით მოხატული ქართული ხალხური ზღაპრები "პალიტრა L"-ისგან.
"ივენთი" პროკურატურასთან - ვინ ითხოვს "კანონის უზენაესობას"
"ივენთი" პროკურატურასთან - ვინ ითხოვს "კანონის უზენაესობას".
პროკურატურასთან გამართულ ორ აქციას 20-მდე მოქალაქე დაესწრო
პროკურატურასთან გამართულ ორ აქციას 20-მდე მოქალაქე დაესწრო.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს.
"ჩვენ ჰომოსექსუალიზმის საკუთარი ტრადიციები გვაქვს" - ირაკლი კაკაბაძე
"ჩვენ ჰომოსექსუალიზმის საკუთარი ტრადიციები გვაქვს" - ირაკლი კაკაბაძე.
"მაყვალა ბებო რას ამბობს?" - ჟურნალისტის და ლგბტ თემის მხარდამჭერის "საინტერესო" დიალოგი
"მაყვალა ბებო რას ამბობს?" - ჟურნალისტის და ლგბტ თემის მხარდამჭერის "საინტერესო" დიალოგი.
თბილისში 26 მაისის ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს
თბილისში 26 მაისის ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს.
"არ გვინდა რელიგია "ტაბურეტკასთან" ასოცირდებოდეს" - აქცია თეოკრატიის წინააღმდეგ "დედაენის ბაღში"
"არ გვინდა რელიგია "ტაბურეტკასთან" ასოცირდებოდეს" - აქცია თეოკრატიის წინააღმდეგ "დედაენის ბაღში".
"ერთი მამაო დაჯდება ციხეში? ქუდზე კაცი გამოვა ქუჩაში!" - ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია
"ერთი მამაო დაჯდება ციხეში? ქუდზე კაცი გამოვა ქუჩაში!" - ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია.
"გავაცილოთ კალა ისე, რომ შეშურდეს პელეს" - კალაძის მატჩზე ბერას ორი სიმღერის პრემიერა შედგება
"გავაცილოთ კალა ისე, რომ შეშურდეს პელეს" - კალაძის მატჩზე ბერას ორი სიმღერის პრემიერა შედგება.