18:27 / 05-04-2012
თბილისის #215-ე საჯარო სკოლიდან დათხოვილი პედაგოგის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის ინფორმაციით, სამსახურიდან დათხოვნამდე პედაგოგი დირექციამ დაიბარა და ხელმოწერების შეგროვების შეწყვეტისკენ მოუწოდა, უკიდურეს შემთხვევაში კი გააფრთხილა რომ სამსახურს დაკარგავდა, რაც რამდენიმე დღეში განახორციელეს კიდევაც და ფიზკულტურის მასწავლებელი სამსახურის გარეშე დარჩა.
ადვოკატის თქმით, სამსახურიდან დათხოვნილ მასწავლებელს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და, აქედან გამომდინარე, სასამართლოს ყოველგვარი მოტივაცია გააჩნდა, რათა არ მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამსახურში აღედგინა.








































