18:51 / 25-02-2012
საქალაქო სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
როგორც სასამართლოდან "პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტი იუწყება, სასამართლოზე პატრულის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ლაშა ჩხარტიშვილმა კიკვიძის ბაღში უკანონოდ ხელი შეუშალა მშენებლობას და ასევე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს ლაშა ჩხარტიშვილმა და იქ მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელმა.
სამუშაოს მწარმოებელი ამბობდა, რომ ჩხარტიშვილი მათ უკანონოდ უშლიდა ხელს, ხოლო ჩხარტიშვილი განმარტავდა, რომ სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობდ.ა თუმცა როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, მათ სამუშაოების მწარმოებელმა წარმოუდგინა შესაბამისი დოკუმენტი, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო გაკრული აბრა, რომლის მიხედვითაც პოლიციის შენობის მშენებლობა მიმდინარეობდა.
ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ასეთ დოკუმენტს მოსამართლე არ უნდა დაყრდნობოდა. იგი მიიჩნევდა რომ მოსამართლეს არც სხვა მყარი მტკიცებულებები ჰქონდა იმისთვის, რომ ჩხარტიშვილი სამართალდამრღვევად ეცნო.
იხილეთ ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა
ასევე იხილეთ: კიკვიძის ბაღში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს








































