14:33 / 21-02-2012
საქართველოში რეგისტრირებული ნარკოდანაშაულის რაოდენობა 2011 წელს შემცირდა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
როგორც მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, ნარკოდანაშაულის შემცირება იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ატარებდა.
"ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები, ასევე საზოგადოებრივი გამოკითხვები ადასტურებს იმას, რომ ნარკომანთა რაოდენობის კლებამ დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდების რაოდენობამ, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ, მკვეთრად დაიკლო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ პოლიტიკამ რომელიც ჰქონდა სახელმწიფოს ნარკოდანაშაულთან მიმართებაში, გაამართლა", - განაცხადა ზოდელავამ.
დისკუსიას, რომელიც პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარეობს, ესწრებიან პარლამენტის წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ნარკოტიკების პრობლემასთან დაკავშირებით მომუშავე ექსპერტები.








































