19:44 / 12-06-2012
სამარშრუტო ტაქსებში ხმის გამაძლიერებლები ღამით ფარულად ჩაჭრეს - ჯაბა სამუშია
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
"როდესაც სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა მანქანები მიიყვანეს ავტოსადგომზე, მათ ყველას მოსთხოვეს გასაღების დატოვება. ღამით იმუშავა სპეციალურმა ჯგუფმა და მოხდა ხმის გამაძლიერებელთან შემაერთებელი სადენების ჩაჭრა და რადიოს გათიშვა. შესაძლებელია, რადიო ჩართო, მაგრამ ხმა არ ისმის. ამის შემდეგ დაიწყეს მძღოლების გაფრთხილება, თუ ვინმე ჩართავს რადიოს, სამსახურს დაკარგავს. გარდა ამისა, ხდება შერჩევითი შემოწმება ყოველ საღამოს, განსაკუთრებით, გამოცდილი მძღოლების "მარშრუტკების", ხომ არ მოახერხეს სადენების აღდგენა". - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი








































