20:48 / 05-06-2012
აშშ მოუთმენლად ელოდება თავისუფალი არჩევნების შემდგომ ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემას
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს წარმატება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე. მისი თქმით, არსებობს დიდი შესაძლებლობები და აშშ იქნება ქართველი ხალხის გვერდით მაშინ, როცა ისინი ნაბიჯებს გადადგამენ თავიანთი უფლებების განსამტკიცებლად. კლინტონმა აღნიშნა, რომ ყველა ქართველი იმსახურებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას.
ჰილარი კლინტონმა პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა ოპოზიციის ლიდერებთან დღეს გამართულ შეხვედრაზეც და პოლიტიკურ პროცესში მათი როლის მნიშვნელობაზე. "დღეს მე შევხვდი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და განვიხილე მათი მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის განვითარების გაღრმავებაში. აშშ-ს სჯერა, რომ დემოკრატიული პროცესებისთვის მნიშვნელოვანია ეს მამოძრავებელი ძალები - სამოქალაქო აქტიურობა, ღია დებატები, თანაბარი სამუშაო გარემო. ეს ყველაფერი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის", – განაცხადა კლინტონმა და დასძინა, რომ აშშ მოუთმენლად ელოდება შემოდგომაზე საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და 2013 წელს ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემას.
მისივე განცხადებით, ყველა პარტიამ და ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს.
იხილეთ:
"ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს" - მიხეილ სააკაშვილი
"მალე ევროპაში 23 ევროდ ჩავფრინდებით" - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს სიმბოლური პასპორტი გადასცა
საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას აშშ-ში ჩასვლა გაუადვილდება - ჰილარი კლინტონი
კლინტონი დაინტერესდა, რატომ არ სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებით - მანანა კობახიძე







































