რედაქტორის რჩევით
არქივის კალენდარი
«« ივნისი 2013 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტის კურსი
EUR
1
EUR
2.0153
RUB
100
RUB
5.0556
USD
1
USD
1.6511
17:19 / 30-05-2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა კადრების შერჩევა დაიწყო
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა კადრების შერჩევა უკვე დაიწყო. როგორც ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სამსახურიდან წასული კადრების ჩანაცვლების პროცესი დაწყებულია. რაც შეეხება იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განაცხადეს, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მათი მომავალი გადაწყვეტილებები არ აინტერესებს.

"ეს არის თავისუფალი ქვეყანა. ვისაც სურს, შეუძლია დარჩეს, ვისაც არა - წავიდეს, მათი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული. საქართველოს კანონმდებლობა მავალდებულებს, რომ კანონის ფარგლებში ვიმოქმედო... ვინც სამსახურის დატოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, ის ადამიანები პროფესიონალი კადრებით ჩანაცვლდებიან. ამაში განსაკუთრებული ტრაგიზმი არა არის და ამ თემის პოლიტიზირება უმართებულოა ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი ცენტრში 13:00 საათისთვის მივიდა. ხატია დეკანოიძემ პრესასთან კომენტარი თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პოლიციის აკადემიის უკვე ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორად განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განათლების სამინისტროში წარადგინა.

იხილეთ:

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე დაინიშნა

გამოცდების ეროვნული ცენტრი 60-მა თანამშრომელმა დატოვა


კომენტარები (2)
02:17 31-05-2012
დათო
ანამარი, გეთანხმები. მშვენივრად გამოხატე მრავალი მშობლის სათქმელი. ესენი შიშზე(პოლიციის შიშზე) დამყარებულ განათლებას ნერგავენ. რა ესაქმება პოლიციის აკადემიის რექტორს განათლებასთან? არჩევნების მოგებას ასეთი ძალადობით აპირებს მიშა და იმიტომ შეგზავნა მათრახიანი ქაჯი განათლების სისტემაში.
21:33 30-05-2012
ანამარი
ქალბატონ ხატიას- სამსახურის დატოვება შეიძლება დიდი ტრაგიზმი არ არის , მაგრამ ტრაგიზმია როცა ჩვენი შვილების მომავალი თქვენზე და შაშკინზეა დამოკიდებული.
სხვა სიახლეები
როდესაც სისტემურ პრობლემებზეა საუბარი, კვალი გადის თუნდაც ჩემს წინამორბედზე - ირაკლი ღარიბაშვილი
როდესაც სისტემურ პრობლემებზეა საუბარი, კვალი გადის თუნდაც ჩემს წინამორბედზე - ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი პირველი შსს მინისტრია, რომელიც მომწონს და მეიმედება - თინა ხიდაშელი
ირაკლი ღარიბაშვილი პირველი შსს მინისტრია, რომელიც მომწონს და მეიმედება - თინა ხიდაშელი.
"თავისუფლება ვანო მერაბიშვილს!" - ცნობილი სახეები მხარდამჭერ ვიდეორგოლში
"თავისუფლება ვანო მერაბიშვილს!" - ცნობილი სახეები მხარდამჭერ ვიდეორგოლში.
 "ვინმემ რომ თქვას: "ეს მონსტრია და დილას ჭამდა ბავშვებს" - დებატები "ნაციონალებსა" და თინა ხიდაშელს შორის
"როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმემ რომ თქვას: ესა და ეს არის მონსტრი და დილას ჭამდა ბავშვებს" - დებატები "ნაციონალებსა" და თინა ხიდაშელს შორის.
"ისე ვიცოდვილე ლეპტოპთან, ოფლში გავიღვარე..." - პრეზიდენტი სტუდენტებთან შეხვედრაზე
"ისე ვცოდვილე ლეპტოპთან, ოფლში გავიღვარე..." - პრეზიდენტი სტუდენტებთან შეხვედრაზე.
ბოლო წლებია, ჩვენს საუნივერსიტეტო სისტემას საბჭოთა შმორის სუნისგან ვანიავებთ - მიხეილ სააკაშვილი
ბოლო წლებია, ჩვენს საუნივერსიტეტო სისტემას საბჭოთა შმორის სუნისგან ვანიავებთ - მიხეილ სააკაშვილი.
"ნაციონალების" საგანგებო ბრიფინგი - საპრეზიდენტო კანდიდატს კვლავ პრაიმერი გამოავლენს
"ნაციონალების" საგანგებო ბრიფინგი - საპრეზიდენტო კანდიდატს კვლავ პრაიმერი გამოავლენს.
მიხეილ სააკაშვილს "შიმშილთან წარმატებული ბრძოლისთვის" პრემია გადასცეს
მიხეილ სააკაშვილს "შიმშილთან წარმატებული ბრძოლისთვის" პრემია გადაეცა.
ახალ მთავრობას ჩავახუტებ ამ ხალხთან - მიხეილ სააკაშვილი
ახალ მთავრობას ჩავახუტებ ამ ხალხთან - მიხეილ სააკაშვილი.
"პატრიოტის" სიმბოლიკასთან ბრძოლა სამწუხაროა - მიხეილ სააკაშვილი
"პატრიოტის" სიმბოლიკასთან ბრძოლა სამწუხაროა - მიხეილ სააკაშვილი.