16:28 / 20-05-2012
უცნობი პირების მიერ ნაცემი "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ალასანიამ მოინახულა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ალასანიამ დაზარალებული თანაგუნდელი დღეს, საკუთარ სახლში მოინახულა. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, მიუხედავად ზეწოლისა ხალხი და სამეგრელო არ დაშინდება.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, კოალიციის ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელზე თავდასხმა 19 მაისის ღამით, დაახლოებით 00.45 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, მამუკა ქარდავას, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლელთან, 4 დაუდგენელი პირი დაესხა თავს. "თავდამსხმელები მას ავტომანქანაში მაშინ ჩაუხტნენ, როდესაც სარკინიგზო გადასასვლელთან ავტომობილი წინ მდგომი ავტომანქანის გამო გააჩერა. მანქანაში ჩხუბის დროს ავტომობილი მგზავრთა მოსაცდელს შეეჯახა. მამუკა ქარდავას თავდამსხმელებმა ხელკეტებით უმოწყალოდ სცემეს, რის გამოც ის ხობის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.







































