13:54 / 14-05-2012
გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში - ნინო კალანდაძე
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
რაც შეეხება გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, კალანდაძის განმარტებით, ეს ინფორმაცია საგარეო უწყებამაც მიიღო და სამინისტრო შეშფოთებით ადევნებს თვალს ამ პროცესს.
მინისტრის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ დელიმიტაციის პროცესი სწრაფად დასრულდება და საბოლოო ჯამში, სადავო ტერიტორიები გაირკვევა.
"თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ნაწილი სადავო ტერიტორიებს არ განეკუთვნება", - აცხადებს ნინო კალანდაძე.
სასულიერო პირების ინფორმაციით, 6 მაისის შემდეგ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილში, კერძოდ, უდაბნოს მონასტერში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, რომლებიც მომლოცველებს მონასტერში არ უშვებენ. მათი ცნობით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ უდაბნოს მონასტერი ალბანური კულტურის ძეგლს განეკუთვნება.
იხილეთ: მამა კირიონი: "გარეჯს გვართმევენ"








































