13:30 / 30-04-2012
"ქართული ოცნება" 26-27 მაისის აქციით საარჩევნო კამპანიის დაწყებას გეგმავს - მაია ფანჯიკიძე
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
"ეს იქნება საარჩევნო კამპანიის დასაწყისი. არავის მიმართ არ გვექნება მოთხოვნები, გვექნება ქართველი ხალხისადმი მხოლოდ მოწოდება, რომ არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება. მათ უნდა იცოდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ბედის განსაზღვრას ნიშნავს და უნდა იცოდნენ ისიც, რომ მათი ხმა იქნება დაცული. ამ ხელისუფლებას არ ვთვლით იმის ღირსად, რომ რამე მოვთხოვოთ. მათ ჩვენ უბრალოდ, ოქტომბრამდე ვაძლევთ ვადას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, რომლის თქმითაც ,"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი.
რაც შეეხება უშუალოდ აქციის ჩატარების ადგილს და კონკრეტულ დროს, კოალიცია ორ ვარიანტს განიხილავს - ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი ან მიხეილ მესხის სახელობის არენა, 26 ან 27 მაისი.
მისივე განცხადებით, ორივე სტადიონის ხელმძღვანელობას შესაბამისი განაცხადით 28 აპრილს მიმართეს.








































