19:49 / 27-04-2012
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დავით საგანელიძე დაამტკიცეს
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ საამადაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოს რეგლამენტიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარეს ოპოზიციიდან ორი მოადგილე ეყოლება. ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.
საკრებულოს სხდომაზე ზაალ სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ფრაქცია "ჩვენი თბილისი" დატოვა ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემ. ამ ფრაქციის თავმჯდომარე კი დავით საგანელიძე იყო.
საკრებულოს თავმჯდომარეს ოპოზიციიდან უკვე ორი მოადგილე ჰყავს. ერთ-ერთი ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრ ჯაბა სამუშიას უკავია. უმრავლესობიდან კი ამ პოსტს მამუკა ახვლედიანი იკავებს.







































