16:15 / 01-03-2012
"საქართველოს გზა" სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ბალიაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ამ ფაქტის ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას ვერანაირად ვერ დაეთანხმება, სადაც საუბარია კიბეებიდან ქიმერიძის გადავარდნაზე. ის დაზიანებები, რაც მას სხეულზე აღენიშნება, არანაირად არ მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიის დამაჯერებლობაში.
ბალიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას დავუჯერებთ, მაინც პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციის კონკრეტულ თანამშრომლებს, ვინაიდან დაკავებული მათ ხელში იყო და ამ დროს მოხდა მისი გარდაცვალება.








































