არქივის კალენდარი
15:59 / 03-04-2013
"თბილისის მოდის კვირეული" 23-26 აპრილს გაიმართება
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
"თბილისის მოდის კვირეული" 23-26 აპრილს გაიმართება. "თბილისის მოდის კვირეულზე", რომელიც უკვე მერვედ ჩატარდება, ორგანიზატორებმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

გაზაფხულის სეზონის მოდის კვირეულზე ნამუშევრებს 20-მდე დიზაინერი წარმოადგენს, რომელთა შორის როგორც საქართველოში მოღვაწე დიზაინერები, ასევე უცხოეთში მოღვაწე ქართველი და უცხოელი დიზაინერებიც იქნებიან. მათ შორის, ქართველ მოდის მოყვარულებს ნამუშევრებს უკრაინელი და ყაზახი დიზაინერებიც წარუდგენენ.

"მოდის კვირეულში" მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში მოღვაწე ცნობილი დიზაინერი მარკ ბაუერი, რომლის შექმნილ სამოსსაც ანჯელინა ჯოლი, ბიონსე და სხვა ცნობილი ადამიანები ატარებენ.

"თბილისის მოდის კვირეული" ამჯერად მეიდანზე, თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" გაიმართება, თუმცა ცალკეული ჩვენებები თბილისის სხვა ადგილებშიც იქნება წარმოდგენილი.

"თბილისის მოდის კვირეულის" კრეატიური დირექტორის, ნინო იოსელიანის ინფორმაციით, "თბილისის მოდის კვირეული" უკვე ახალ მასშტაბებს იძენს და თბილისი კავკასიის რეგიონის "ფეშენებელური ქალაქი" ხდება.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო სიახლეები